გაზაფხულის ავიტამინოზის თვითდიაგნოსტიკა

როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი და მინერალი აკლია ჩვენს ორგანიზმს, რათა შევარჩიოთ შესაფერისი პროდუქტები ან პოლივიტამინი. ჩაიხედეთ სარკეში და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

ზამთრის შემდეგ ჩვენი ორგანიზმის რესურსები მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს აისახება, პირველ რიგში, კანზე, თმებზე, ფრჩხილებზე.

კანი უფერული და მოშვებულია, გაგიჩნდათ პიგმენტური ლაქები?
გჭირდებათ ვიტამინი C, რომელიც მთავარი კომპონენტია კოლაგენის წარმოსაქმნელად.
C ვიტამინის წყაროა – ციტრუსი, შავი მოცხარი, ასკილი, კივი, ვასლი, კომბოსტო, ბოლოკი, მწვანე სალათი, წიწაკა.

კანი მშრალია და იქერცლებამასზე ჩნდება წითელი ლაქები?
გაკლიათ ვიტამინი A, რომელიც იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.
A ვიტამინის წყაროა – სტაფილო, გარგარი, ხახვი, ჭარხალი, კვერცხის გული, თევზის ქონი, ღვიძლი.

მცირე ტრამვისგან გიჩნდებათ ჩალურჯებებისახეზე კი ძალიან დაგეტყოთ კაპილარები?
გაკლიათ ვიტამინი P, რომელიც, C ვიტამინთან ერთად, ამაგრებს სისხლძარღვების კედელს.
P ვიტამინის წყაროა – მწვანე ჩაი, ყურძენი, ასკილი, ჟოლო, ტკბილი წიწაკა, ნიორი, პამიდორი, ისპანახი.

გაქვთ ხშირი დერმატიტიტუჩებზე ნახეთქებიგექერცლებათ ნუნები?
გაკლიათ ვიტამინი B 2. ის მონაწილეობს უჯრედულ სუნთქვაში.
ვიტამინი B 2-ის წყაროა – საფუარი, ნუში, ხაჭო, კაკაო, კვერცხი, თევზი.

კანი ფერმკრთალიაიქერცლება და განაკაწრი დიდხანს არ ხორცდებაამავე დროს გცვივათთმა?
გაკლიათ ვიტამინი B7.
ვიტამინი B 7-წყაროა – ღვიძლი, ჭვავის პური, ნიგოზი.

კანი გაუხეშდათმამ კი მბზინვარება დაკარგა?
გაკლიატ ვიტამინი E. ის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ებრძვის სიბერეს.
ვიტამინ E-ს წყაროა – თხილეული, მცენარეული ზეთი, გაღივებული ხორბალი, ზღვის პროდუქტები.

მშრალი კანი და ტუჩების სილურჯე გაქვთ?
გაკლიათ ვიტამინი PP, რომელიც უჯრედულ სუნთქვაში მონაწილეობს.
ვიტამინი PP-ს წყაროა – ქათმის ხორცი, არახისი, რძე, ყველი.

თმის ღერი გაგითხელდათ და თმა ძალიან გცვივათ, ამავე დროს გაქვთ გამონაყარი?
გაკლიათ ვიტამინი B 9.
B 9 ვიტამინის წყაროა – მწვანილი, ბოსტნეული. ეს ვიტამინი დამუშავებისას ადვილად იშლება, ამიტომ მისი მიღება სასურველია ტაბლეტებში.

ბოლო დროს ძალიან გაუხებთ გამონაყარი?
შეიძლება, ვიტამინ B 9-სთან ერთად, სელენისა და თუთიის ნაკლებობას განიცდიდეთ.
სელენის წყაროა – ზღვის პროდუქტები, ხორბლეული.
თუთიის წყაროა – წიწიბურა, ქერი, ჭვავი, ლობიო, ქათმის ხორცი.

კანმა დაკარგა სიმკვრივე, თმებზე ბოლოჭამიებია გაქვთ და ფრჩხილებიც გეყოფათ?
გაკლიათ კალციუმი.
კალციუმის წყაროა – რძის პროდუქტები, ნუში, რბილძვლოვანი თევზი.

თმა და ფრჩხილი ნელა გეზრდებათ და გაქვთ წვრილი გამონაყარი?
გაკლიათ მანგანუმი.
მანგანუმის წყაროა – ღვიძლი, ისპანახი, სტაფილო, ანანასი, ასკილი, ხორცი, თევზი.

შეისწავლეთ თქვენი სხეული და დაეხმარეთ მას!

თქვენი მარი მილორავა

BODY CARE – ფალიაშვილის 41
ტელ: 218-49-82
570-90-29-89

Total Page Visits: 280 - Today Page Visits: 2

Facebook Comments