გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და ნახეთ საოცარი შედეგი!

თმის ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც დღეს გთავაზობთ, ძალიან მარტივი მოსამზადებელია, საჭირო პროდუქტი ყველას გაქვთ მაცივარში და საოცრად ეფექტურად მოქმედებს – ასტიმულირებს თმის ზრდას, თანაც თმა ჯანსაღი და ძლიერი ხდება. აუცილებლად სცადეთ!

შეგახსენებთ, რომ ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ.

საჭირო პროდუქტი: 
1 კვერცხი
1 მწიფე ბანანი
1 სუფრის კოვზი თაფლი
1/2 ჭიქა ლუდი

მომზადება:
ჯამში დასრისეთ ბანანი და დაამატეთ 1 კვერცხი;
შემდეგ კარგად გადაზილეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ;
ამას დაუმატეთ თაფლი და ლუდი და ისევ კარგად გადაურიეთ;

მიღებული მასა თმებზე დაიდეთ და თავის კანი 5 წუთის მანძილზე დაიმასაჟეთ;
შემდეგ დაიხურეთ აბაზანის ქუდი და ერთი საათი გაიჩერეთ;
როცა ეს დრო გავა, დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.

როგორ მოქმედებს ნიღაბში შემავალი პროდუქტები?
ბანანი შეიცავს კალიუმს და А, С და Е ვიტამინებს, რაც აუცილებელია ძლიერი და ჯანმრთელი თმისთვის;
კვერცხი შეიცავს ცილას, რომელიც დიდ როლს ასრულებს თმის ღერის ზრდაში და ასევე, თმას ბრწყინვალებას ანიჭებს;
ლუდი შეიცავს В ვიტამინს, რომელიც ასქელებს თმის სტრუქტურას;
თაფლი კი საუკეთესოდ ატენიანებს და არბილებს თმას. გარდა ამისა, ამ ნიღბის რეგულარული მოხმარებისას თაფლი დროთა განმავლობაში ლამაზად გაგიღიავებთ თმის ფერს.

იყავით ლამაზები და ჯანმრთელები!

Total Page Visits: 342 - Today Page Visits: 1

Facebook Comments