გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.

გამოკითხულთა 1% 1 % ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა „ძალიან კარგია“, 11 %-ის აზრით – „კარგია“, 36 % ზურაბიშვილის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს, 28 % – „ცუდად“, 12 % კი „ძალიან ცუდად“.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.

Total Page Visits: 175 - Today Page Visits: 1

Facebook Comments