„ვაკუუმი“ – ახალი ვარჯიში იდეალური პრესისთვის

იდეალური პრესისთვის ხშირად ვდიეტობთ, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობთ, თუმცა ახლა მიზნის მიღწევა კიდევ უფრო მარტივად შეიძლება – დილას, უზმოზე სახლში და თანაც, თქვენი სურვილისამებრ, მჯდომარემ ან მწოლიარემ!

პირველ რიგში, იმის შესახებ, რა არის „ვაკუუმის“ უპირატესობები:
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნერვების გამაგრება და გაძლიერება;
– ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა და სწორი ნაწლავის გაწმენდა;
– შინაგანი ორგანოების მასაჟი;
– ენდოკრინული სისტემის მუშაობის გაძლიერება;
– მუცლის ღრუს კუნთების ვარჯიში;
– ზურგის ღრმა კუნთების გაძლიერება;
– მუცლის პირდაპირი კუნთების ვარჯიში.

„ვაკუუმის“ სწორად შესასრულებლად საჭიროა რეგულარული ვარჯიში. როგორც კი იგრძნობთ, რომ კუნთებს სრულად აკონტროლებთ, მიზანიც მიღწეული იქნება.

როგორ შევასრულოთ?
– ამ ვარჯიშის შესასრულებლად ან ზურგზე უნდა იწვეთ, ან ოთხზე უნდა დადგეთ, თუმცა, „ვაკუუმის“ შესრულება მჯდომარე მდგომარეობაშიც შეიძლება.

– მაქსიმალური სიძლიერით გამოდევნეთ ფილტვებიდან ჰაერი და მთელი ძალით შეისუნთქეთ მუცელი. გაჩერდით ამგვარ მდგომარეობაში 20-30 წამით, შემდეგ კი, რამდენიმე წამით მოადუნეთ მუცელი. ვარჯიში გაიმეორეთ ზედიზედ 2-3ჯერ.

„ვაკუუმის“ შესრულება აუცილებელია მშიერ კუჭზე, დილას, უზმოზე.

რა შემთხვევაში არ უნდა შეასრულოთ „ვაკუუმი?“
– თუკი გაწუხებთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
– თუკი ძალიან დიდი მუცელი გაქვთ;
– მენსტრუაციის დროს;
– ორსულობის დროს.
ასევე, ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და შინაგანი ორგანოების დაავადებები აწუხებთ. „ვაკუუმის“ შესრულებას უნდა მოერიდოთ თიაქარის დროს და პოსტოპერაციის პერიოდშიც.

Total Page Visits: 329 - Today Page Visits: 3

Facebook Comments