ვეტერანი ასტრონავტი ილონ მასკის გიჟური იდეების შესახებ

სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ვეტერანი და გამოცდილი ასტრონავტია, რომელმაც ერთი წელი გაატარა უწონადობაში.
თავადვე კელი აცხადებს, რომ როდესაც წყალზე მოტივტივე უპილოტო მცურავ პლათფორმაზე, აპირებდა მასკი ატმოსფეროში დაბრუნებული Falcon9-ის დასმას, სკეპტიკურად იყო განწყობილი და მის იდეებს ფანტაზიის ჟანრს მიაწერდა, თუმცა ილონის წარმატების გზის დაკვირვების შემდეგ, მისგან წარმოუდგენელი იდეების დაჯერებაც კი აღარ არის რთული.

ილონ მასკი თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი და ფართომასშტაბურად მოღვაწე ფიგურაა, მას ერთ დროს მართლაც უარყოფითად ახასიათებდნენ ვეტერანი მეცნიერები და პიონერი ასტრონავტები, (მაგ:ერთ-ერთი პირველი მთვარის სტუმარი ბუზ ოლდრინი) ილონი და მისი იდეები დღემდე იმსახურებს კრიტიკას, მიუხედავად დიდი წარმატებებისა.

მარსზე კოლონიზაციის საკითხსაც რა თქმა უნდა ჰყავს კრიტიკოსები, ილონ მასკს SpaceX-ის დახმარებით მთელი რესურსი მარსის დაპყრობისკენ აქვს მომართული.

რაც შეეხება სკოტ კელის, ამჯერად მას ეკუთვნის რეკორდი. ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, თავისუფლად შეგვიძლია მის მოსაზრებებს ვენდოთ, რადგან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტროფიზიკოსებს კოსმოსში მუშაობისას ევალებათ, გარემოს ათვისება, დაკვირვება კვლევების ჩატარება და ა.შ.
სკოტი ასევე გახლავთ ცნობილი ტყუპების ექსპერიმეტნის კოსმოსში გაგზავნილი ტყუპისცალი.

(მარკს, სკოტის დედამიწაზე დარჩენილ ტყუპისცალს აშკარად დაეტყო 1 წელი სკოტისგან განსხვავებით)

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხრიდან, ილონის მილიონობით დოლარის დაზოგვის იდეა და რაკეტების მრავალჯერადი გამოყენება, კრიტიკულად იყო შეფასებული, დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ მან გაამართლა თავისი იდეები და ეჭვი არ მეპარება, რომ შეძლებს მარსის ათვისებას, ჩემი აზრით მას ხუთ წელიწადში (დაპირებისამებრ) მზად ექნება მარსზე გასამგზავრებელი ტექნოლოგია.”

კელიმ ასევე ისაუბრა მასკის დედამიწისშიდა გადაადგილების ახალ საშუალებაზე,
“კალიფორნიიდან ლონდონამდე კოსმოსური ხომალდით 45 წუთში გადაფრენა, ეს სრულად შესაძლებელია, ერთ დროს კაცობრიობას რთულად წარმოედგინა თვითმფრინავით ნახევარი დედამიწის გადაფრენა, თუმცა დღეს ეს აღარავის უკვირს.”

თუ არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად შეძლებს ადამიანის სხეული ესეთ მგზავრობას გაუძლოს, პასუხი თავად სკოტ კელია, მიუხედავად იმისა რომ მან მრავალწლიანი გადამზადება და 4 ვიზიტი განახორციელა კოსმოსში, ფაქტია ეს ადამიანის ორგანიზმს არ უშლის ხელს ადაპტაციაში.

მართალია სკოტ კელის არაფერი განუცხადებია მასკის ყველაზე განხილვად ხელოვნური ინტელექტის საკითხზე, თუმცა ილონს სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს ყველაზე გამოცდილი ასტრონავტისგან.

წყარო: trendbook.ge

Total Page Visits: 1547 - Today Page Visits: 2

Facebook Comments