ზღვის მარილისგან დამზადებული კოსმეტოლოგიური საშუალებები
როგორც იქნა, ნანატრი ზღვის სეზონიც დადგა… თქვენ კი ქალაქიდან გასვლას ჯერ ვერ ახერხებთ?! გული არ დაგწყდეთ – სანამ შვებულების დრო მოატანს, შეგიძლიათ, უახლოეს აფთიაქში ზღვის მარილი შეიძინოთ და მისგან სასიამოვნო აბაზანა თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებები მოიმზადოთ.
ზღვის მარილის აბაზანა
გაავსეთ აბაზანა 37 0Cტემპერატურაზე გამთბარი წყლით, გახსენით მასში 300–დან 400 გრ–მდე ზღვისმარილი და მიიღეთ აბაზანა 20–30 წუთის განმავლობაში.
აღნიშნული პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ყოველდღე ან დღეგამოშვებით, 7–10 დღის განმავლობაში.
შეგიძლიათ, აბაზანაში რომელიმე მცენარეული ეთერზეთიც დაუმატოთ(დაახლოებით, 10–15 წვეთი).
ზღვის მარილის აბაზანები ხსნის დაღლილობას, დაძაბულობას, ამშვიდებსნერვებს, აახალგაზრდავებს კანს და ახდენს ორგანიზმის სრულ რელაქსაციას.
ანტიცელულიტური ზღვის მარილის აბაზანა
აბაზანის წინ კანი დაიზილეთ უხეში ღრუბლით ან პირსახოცით, შემდეგ მიიღეთშხაპი და 20–30 წუთით ჩაწექით ზღვის მარილის აბაზანაში, რომელსაცზემოაღნიშნული წესით მოამზადებთ. შეგიძლიათ აბაზანაში, ზღვის მარილთანერთად, ერთი თხელი ნაჭერი ლიმონი ან ცოტაოდენი რძე დაუმატოთ. ასეთიაბაზანის რეგულარული მიღება სწრაფად ამცირებს სხეულზე არსებულცხიმგროვებს და ძალიან ეფექტურია ცელულიტის სამკურნალოდ.
ზღვის მარილის სქრაბი (სახისთვის)
წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი და ნატურალური მცენარეული (უკეთესია,ზეითუნის) ზეთი ½–ზე პროპორციით ერთმანეთში აურიეთ და ხელის მსუბუქიმოძრაობით წაისვით სახეზე.
გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და შეიმშრალეთ.
ასე მომზადებული სქრაბი განკუთვნილია ნორმალური ან მშრალი კანისთვის,მაგრამ თუ მასში 1 ჩ/კ ლიმონის წვენს ჩაამატებთ, შეგიძლიათ, ცხიმიანიკანისთვისაც გამოიყენოთ.
ზღვის მარილის სქრაბი (ტანისთვის)
1 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქაახალგამოწურული ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი წვრილად დაფქვილიზღვის მარილი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.
მიღებული მასა წაისვით მთელ ტანზე და მსუბუქი, წრიული მოძრაობებითშეიზილეთ.
5–10 წუთის შემდეგ კი ტანი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, კვირაში 1–2–ჯერ ჩაიტაროთ, ეს თქვენსსხეულს უფრო რბილსა და ელასტიკურს გახდის.
გამწმენდი ლოსიონი (მშრალი სახის კანისთვის)
1 ჭიქა არყის ხის ელექსირში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზიზღვის მარილი;
მიღებული მასა გაწურეთ მარლაში, შემდეგ ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი სამედიცინოსპირტი და შეანჯღრიეთ.
მიღებული სითხით ბამბის ტამპონი დაასველეთ და სახე და ყელი ნაზადგაიწმინდეთ.
გამწმენდი ლოსიონი (ცხიმიანი სახის კანისთვის)
½ ჭიქა არაყი, ½ ჭიქა გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი ერთმანეთშიკარგად აურიეთ.
მიღებული სითხით დაასველეთ ბამბის ტამპონი და სახე დაყელი ნაზად გაიწმინდეთ.
გამწმენდი ლოსიონი (ნორმალური და კომბინირებულისახის კანისთვის)
ქრისტესისხლას 1 ჩაის კოვზ, ხმელ, დაქუცმაცებულფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 1 საათისგანმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ.
შემდეგ გაწურეთ მარლაში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვისმარილი, 1 ჩაის კოვზი სამედიცინო სპირტი და კარგადშეანჯღრიეთ.
მიღებული სითხით დაასველეთ ბამბის ტამპონი და სახეკარგად გაიწმინდეთ.
ზღვის მარილის დამარბილებელი ნიღაბი
30 გრ არაჟანი, 10 გრ წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი, 5გრ ნუშის ზეთი, 3 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი.ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ათქვიფეთკრემისმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე.
წაისვით ნიღაბი სახეზე და 5–10 წუთის შემდეგ თბილიწყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი შესანიშნავად არბილებს კანს, სძენს მას ელასტიკურობას და ეფექტურადებრძვის წვრილ ნაოჭებს.
ზღვის მარილის აბაზანა (ფრჩხილებისთვის)
400 მლ წყალი, 30 გრ ზღვის მარილი, 15 წვეთი იოდი, 4 წვეთი ზეითუნის ზეთი.
ჩასხით ჯამში ცხელი წყალი, ჩაამატეთ იოდი და ზღვის მარილი, ზეითუნის ზეთიდა ჩაყავით ხელები 30 წუთის განმავლობაში.
ასეთი აბაზანა ხელს უწყობს ფრჩხილების სწრაფ ზრდას, აღადგენს მათსტრუქტურას და არბილებს ხელის კანს.
Facebook Comments