თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

ამაზე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამნისტრო ავრცელებს.

ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Total Page Visits: 176 - Today Page Visits: 2

Facebook Comments