მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

„ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას ორგანიზაციის 12 წევრი წარუდგინა.

„ჩვენ ყველა წევრს წარვადგენთ, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ეს წევრები იქნებიან ყველა სფეროს პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად, სიყვარულით და მომავლის იმედით აკეთებენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი“.

„ლელოს“ წევრები არიან:

1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი;

2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი;

4. კახა კოჟორიძე- იურისტი;

5. მედეა მეტრეველი- ფილოლოგი;

6. გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი;

7. საბა ბუაძე – “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი;

8. გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი;

9. ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი;

10. ელენე მელიქიშვილი – საგარეო პოლიტიკის მკვლევარი;

11. გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი;

12. დავით გელაშვილი- ეკონომისტი;

Total Page Visits: 176 - Today Page Visits: 1

Facebook Comments