ნიღაბი კანის ასაჭიმად – ამ საღამოსვე მოსინჯეთ და შედეგს დილითვე ნახავთ!

არსებობს ერთი პროდუქტი, რომელიც სახის კანს ნებისმიერ ასაკში აცოცხლებს და ჯანსაღ იერს აძლევს. ამ პროდუქტს ბავშვობიდან ვიცნობთ, ბევრს ყოველთვის აქვს სახლში და თანაც – ძალიან იაფია!

ეს პროდუქტი მანანის ბურღულია. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა სახამებელი და მცენარეული ცილები, რომელთა წყალობითაც ამ ბურღულს მართლაც ჯადოსნური მოქმედება აქვს.

ნიღაბი კანის ასაჭიმად
პროდუქტი:
25 გრ მანანის ბურღული
50 მლ ნაღები (ან ცხიმიანი არაჟანი)

მანანის ბურღული კარგად გახსენით ნაღებში, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
დაიდეთ სუფთა სახეზე (მეტი ეფექტისთვის უმჯობესია, სახე სკრაბით დაიბანოთ) და გაიჩერეთ 15 წუთი. პარალელურად მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე.
ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. კონტრასტული შხაპი კანის ფერს აცოცხლებს.

მკვებავი ნიღაბი 
პროდუქტი:
2 ს/კ მანანის ბურღული
1 კვერცხის გული
1 ჩ/კ თაფლი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაზილეთ და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება.
ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

სკრაბი
პროდუქტი:
2 ს/კ მანანის ბურღული
2 ს/კ ზეითუნის ზეთი

თითები დაისველეთ ზეთით, შემდეგ ჩაყავით მანანის ბურღულში და დაიწყეთ სახის დამასაჟება.
ნელი მოძრაობებით გააგრძელეთ 2-3 წუთი.

40 წლის შემდეგ რეკომენდებულია, ეს ნიღბები კვირაში სამჯერ გაიკეთოთ – ყოველ 2 დღეში ერთხელ. თუ ეს ჩვევად გექცევათ, ნაოჭების გამო ნერვიულობა აღარ მოგიწევთ – ისინი ნელ-ნელა ალაგდება და სახის კანი ახალგაზრდულ იერს მიიღებს.

Total Page Visits: 284 - Today Page Visits: 3

Facebook Comments