როგორ გავიმკვრივოთ მკერდი მოკლე დროში?!

ლამაზი და მკვრივი მკერდი ქალის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მაგრამ, სამწუხაროდ, მკერდისა და დეკოლტეს ზონა განსაკუთრებით სათუთია და სხვადასხვა ფაქტორების გამო სიმკვრივესა და სილამაზეს ადვილად კარგავს.


ასაკი, არასწორი მოვლა, ჰორმონალური ცვლილებები, მშობიარობა – ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც მკერდი და დეკოლტე ნაკლებად მიმზიდველი ხდება, ქალებს კი დეკოლტეზე უარის თქმა ან პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ დაწოლაც კი უხდებათ. სცადეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული, ბუნებრივი საშუალებებით დამზადებული ნიღბები და ეს პრობლემა გაცილებით მარტივად – სახლის პირობებში მოაგვარეთ.

მკერდის გამამკვრივებელი ნიღბები:

1) 1 ც. კვერცხის ცილა ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაამატეთ 1 ჩ.კ. ნუშის ზეთი და წაისვით მკერდზე (ძუძუს თავებზე არ წაისვათ).
მეტი ეფექტურობისთვის მკერდი ზემოთ აზიდულ მდგომარეობაში დააფიქსირეთ და პოლიეთილენის თხელი ფენით გადაიხვიეთ.
20-25 წუთის შემდეგ სახვევი მოიხსენით, მკერდი კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სასიამოვნო სურნელისთვის შეგიძლიათ ნუშის ზეთში 3 წვეთი ვარდის ან როზმარინის ეთერზეთიც ჩაამატოთ.

2) 1 ს. კ. კოსმეტიკური თიხა (მრავალნაირი კოსმეტიკური თიხა არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში უმჯობესია ვარდისფერი ან ცისფერი თიხის გამოყენება), 1 ს.კ. წვრილად დაფქვილი შვრია („გერკულესი“) და 1 ს.კ. ნატურალური კაკაოს ფხვნილი პატარა ჯამში კარგად აურიეთ. დაამატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ იოგურტის კონსისტენციის, წებოვანი მასა გამოვიდეს და გაგრილების შემდეგ (მასა არა ცივი, არამედ სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს) წაისვით მკერდსა და დეკოლტეზე (შეგიძლიათ ყელზეც წაისვათ). 20-30 წუთის შემდეგ თბილის წყლით ჩამოიბანეთ და ბიუსტისთვის განკუთვნილი რომელიმე დამატენიანებელი კრემი, ან სპეციალური ეთერზეთი შეიზილეთ.

3) 2 ც. კვერცხის ცილა და 1 ს.კ. ლიმონის წვენი კარგად ათქვიფეთ და მიღებული მასა მკერდსა და დეკოლტეზე წაისვით. მკერდი ზემოთ აზიდულ მდგომარეობაში დააფიქსირეთ და პოლიეთილენის თხელი ფენით გადაიხვიეთ.
20 წუთის შემდეგ კი სახვევი მოიხსენით და მკერდი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4) 2 ს.კ. წვრილად დაფქვილი ნუში, 1 ჩ.კ. თაფლი და ქ ჩ.კ. ვარდის წყალი (ვარდის ზეთს+თბილი წყალი) ერთმანეთში აურიეთ და მკერდსა და დეკოლტეზე წაისვით.
20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და ბიუსტისთვის განკუთვნილი რომელიმე დამატენიანებელი კრემი ან სპეციალური ეთერზეთი შეიზილეთ.

გახსოვდეთ – მკერდის გამამკვრივებელი ნიღბის წასმის შემდეგ აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (გულაღმა) მოთავსდით, ხოლო მეტი ეფექტისთვის პროცედურა (თბილი წყლით ჩამობანის შემდეგ) კონტრასტული შხაპით დაასრულეთ!
ზემოთ ჩამოთვლილი ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია 1 თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, კურსი 2 კვირის შემდეგ ერთხელ კიდევ გაიმეოროთ.
სპეციალური ეთერზეთები, რომლებიც პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა უნდა წაისვათ, არა მარტო მკერდის გამკვრივებას, არამედ ზომაში გაზრდასაც უზრუნველყოფენ.
ამ მხრივ, ყველაზე ეფექტურია – ლავანდას, ვარდისა და ცაცხვის ეთერზეთების გამოყენება.
1-2 წვეთი ზემოთ აღნიშნული რომელიმე ეთერზეთი გადაურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის, ნუშის ან გარგარის ზეთში და მკერდისა და დეკოლტეს არეში შეიზილეთ.
შეგიძლიათ, ეთერზეთის წვეთები შხაპის გელში ან აბაზანაში ჩაამატოთ.

Total Page Visits: 327 - Today Page Visits: 1

Facebook Comments