როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო?!

თვალების ირგვლივ კანი მეტად ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ ამ ზონას ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდნენ და ნაოჭებთან საბრძოლველად თადარიგს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკიდან იჭერდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ თანამედროვე სილამაზის სალონებში სიარულის დრო და ფუფუნება არ გაქვთ, პრობლემას ჩვენ მიერ შემოთავაზებული ბუნებრივი საშუალებებითაც ეფექტურად მოაგვარებთ.

ნიღბები

პურის ნიღაბი
თეთრი პურის ნატეხი წვრილად დააქუცმაცეთ, ჩაალბეთ შემთბარ ზეითუნის ზეთში და მიღებული ფაფისებური მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ.
20-25 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

ბანანის ნიღაბი
1 ს.კ. გახეხილი ბანანი და 1 ს.კ. ნაღები ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ.
20-25 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

 

კვერცხის ნიღაბი
1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ, მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ.
10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

ხაჭოს ნიღაბი
ნახევარი ს.კ. ცხიმიანი ხაჭო, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ს.კ. თბილი რძე, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი და ამდენივე ცხიმიანი ნაღები ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ.
10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

საფენები

თვალების ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ეფექტურია საფენების მომზადება შემდეგი ინგრედიენტებით:

ალოეს წვენი;
ნატურალური მცენარეული ზეთები (განსაკუთრებით ეფექტურია ატმის, გარგარის, ნუშის, ჟოჟობასა და ზეითუნის ზეთის გამოყენება);
E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი (რამდენიმე წვეთი რომელიმე სხვა ზეთში უნდა აურიოთ);
რძე;
სამკურნალო მცენარეების ნაყენი – 1 ს.კ. მცენარე (ოხრახუში, გვირილა, პიტნა, კალენდულა ან ცაცხვის ყვავილი) საგულდაგულოდ გარეცხეთ (ცხადია, ეს არ ეხება ფხვნილს), დაასხით 1 ჭ. ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და 8-10 საათი გააჩერეთ.
ზემოჩამოთვლილ ინგრედიენტებში დაასველეთ ბამბის ტამპონი და თვალების ირგვლივ დაიფინეთ. 10 წუთის შემდეგ თვალები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანზე თვალების გარშემო წასასმელი, რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ. სასურველია, თვალების გარშემო წასასმელი კრემები ანტიოქსიდანტების კომპლექსს, ნატურალურ ზეთებს, კოლაგენსა და ელასტინს შეიცავდეს.

Total Page Visits: 301 - Today Page Visits: 1

Facebook Comments