რომელი საკვებია აუცილებელი კარგი მახსოვრობისათვის

ეფექტური აზროვნება, მახსოვრობა და ყურადღების კონცენტრაცია – ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში გარკვეულ ენერგიას ითხოვს. ყოველდღიურობაში ეს ენერგია სწორად მიღებული საკვები პროდუქტებით ივსება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინი თავისი განვითარების პიკს 22 წლის ასაკში აღწევს, ამის შემდეგ კი დეგრადაციის ნელი პროცესი იწყება.
მაგრამ ნუ შეშინდებით! ბუნება ჩვენი ტვინისთვის უამრავ პროდუქტს გვჩუქნის. ისინი არა მარტო კვებავენ ტვინს, არამედ ამაღლებენ განწყობას და აქვეითებენ სტრესს. ეს კი დადებითად მოქმედებს მახსოვრობაზე.

გლუკოზა – ძალიან საჭირო პროდუქტია ტვინისთვის. მაგრამ, უმჯობესია, ის უფრო მეტად თაფლის, ხილის და ჩირის სახით მიიღოთ.

ნელი ნახშირწყლები – მსხვილმარცვლოვანი ფაფები, ყავისფერი ბრინჯი, პური (ცეხვილი ან გაღივებული ხორბლისგან).

თხილეული – ნიგოზი, თხილი, ნუში, გოგრის თესლი.

თევზი – განსაკუთრებით ცხიმიანი (ორაგული, კრევეტი და ა.შ). ცხიმიანი ხორცისგან განსხვავებით, ის არ ამაღლებს ქოლესტერინის დონეს.

კვერცხი – მასში შემავალი ლეციტინი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ბოსტნეული – განსაკუთრებით ნიორი და ბადრიჯანი (ეს უკანასკნელი კანიანად უმჯობესია).

შავი შოკოლადი – ეს საყვარელი პროდუქტია ბევრისთვის, მაგრამ წონის პრობლემის დროს ზომიერება დაიცავით ან უშაქრო კაკაო დალიეთ.

წითელი ღვინო – ესეც სასიამოვნო პროდუქტია, უძლიერესი ანტიოქსიდანტი. მაგრამ აქაც სასურველია ზომიერების დაცვა – ერთი ჭიქა დღეში ან 2-ჯერ კვირაში.

კენკრა და ხილი(განსაკუთრებით მოცვი და ვაშლი კურკიანად) – ეს ვიტამინების წყაროა, ისინი ტვინში ასაკოვან ცვლილებებს აფერხებენ.

ბალახები – მწვანე ჩაი (ანტიოქსიდანტი), სალბი (ხელს უწყობს ნეირონების გადართვას), რეჰანი (ხსნის დაღლილობას), გინკო-ბილობა (აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მიკროცირკულაციას).

და ბოლოს… წყალი – დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი იცავს ჩვენს ტვინს გაუწყლოვანებისგან. ეს უნივერსალური გამხსნელია ყველა ქიმიური რეაქციისთვის ჩვენს ორგანიზმში.

ჩვენ მოგაწოდეთ სია იმ პროდუქტებისა, რომლებიც კარგია ჩვენი ტვინის მუშაობისა და მახსოვრობისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, უნდა დაიცვათ ჯანმრთელი ცხოვრების სხვა წესებიც – გამოიძინეთ, ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ავარჯიშეთ ტვინი (კროსვორდები, ჭადრაკი, პოეზია, მატემატიკა…).

დაიცავით ეს რეკომენდაციები და ნათელი აზროვნება გარანტირებული გექნებათ!

თქვენი მარი მილორავა

BODY CARE – ფალიაშვილის 41
ტელ: 218-49-82
570-90-29-89

Total Page Visits: 291 - Today Page Visits: 2

Facebook Comments