რუსთავში 18 წლის გოგონა გარდაცვალება

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ამის შესახევ ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.

ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.
ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც შსს-ს განცხადებით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Total Page Visits: 212 - Today Page Visits: 1

Facebook Comments