საგაზაფხულო დიეტა BODY CARE-სგან – მოემზადეთ ზღვის სეზონისთვის!

როგორც იქნა, დადგა გაზაფხული! ვემზადებით მზისთვის, ზღვისთვის, ხალისისთვის, მეტი სეირნობისთვის, სიყვარულისთვის… მაგრამ სარკე და სასწორი გვებრძვიან, გვახსენებენ, რომ ამ ხალისის მოლოდინში ზამთარში ბევრი რამ შეგვეშალა…

ნუ დაღონდებით! ვისაუბროთ საგაზაფხულო დიეტებზე, რომელთა მიზანია:

1) გახდომა;
2) ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის შევსება.

ამ მიზნით, პირველ რიგში, მენიუდან უნდა ამოვიღოთ ცომეული, ბრინჯი (გარდა შავისა), თხილეული, შემწვარი ხორცი (გარდა გრილისა) და ხორცის ნახარში. მივირთვათ – ბოსტნეულის სუპი, თევზი, ხილი და ბოსტნეული.

დიეტის დაწყება სასურველია წვნიანის დიეტით, რომელიც კარგად ხსნის შეშუპებასაღადგენსლიმფოდრენაჟსდაბალკალორიულიასაჭმლის რაოდენობაც ბევრია და არ გვიჭირს,მივეჩვიოთ დიეტის პროცესსთან ახლამარხვის პერიოდშისუპის დიეტა ძალიანაქტუალურია.

გთავაზობთ ორ რეცეპტს:

1) გოგრის სუპი

შემადგენლობა:
200 გრ გოგრის რბილობი;
1 ცალი ბულგარული წიწაკა;
1 ნიახურის ძირი;
1 კბილი ნიორი;
1/2 მუსკატის კაკალი (ჩავხეხოთ);
1/4 ჩ.კ. ზაფრანა;
1/4ჩ.კ.უცხო სუნელი;
1/4 ჩ.კ. კოჭას ფხვნილი.

ყველაფერი ერთად მოვხარშოთ და დავაბლენდეროთ. მარილი გავუკეთოთ მხოლოდ თეფშზე.

ამ სუპში სულ 130 კილოკალორიაა. მიირთვით დღეში 2-3-ჯერ და დაიცავით 3 დღე. შეგიძლიათ, ყოველდღე სხვადასხვა პროდუქტებით შეავსოთ, კერძოდ:

პირველ დღეს: +ხილი (ვაშლი, კივი, ფორთოხალი);
მეორე დღეს: + მწვანე ბოსტნეულის სალათი ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით;
მესამე დღეს: + ვაშლი, გრეიფრუტი, კიტრი.
შენიშვნა:
თუ კუჭი გაწუხებთ, სუპი კოჭას ფხვნილის გარეშე მოამზადეთ.

2) ბოსტნეულის სუპი

ეს უფრო ადვილად მოსამზადებელი და დაბალკალორიულია!

შემადგენლობა:
2 ცალი მწვანე ბულგარული;
4 თავი პატარა ხახვი:
1 პატარა კომბოსტო (უმჯობესია ბროკოლი ან ყვავილოვანი);
2 ძირი ნიახური;
პამიდორი გემოვნებით (ახალი პამიდვრის შემოსვლამდე უმჯობესია, კონსერვირებული წითელი პამიდორი იხმაროთ).

ეს ყველაფერი დავჭრათ, დავასხათ ცივი წყალი და დარბილებამდე ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. ეს სუპი 1 თეფში შეიცავს, დაახლოებით, 100-120 კილოკალორიას.
შეგიძლიათ მიირთვათ 3 დღე (დღეში 3-4 თეფში). დამატებითი პროდუქტები ისეთივეა, როგორც წინა შემთხვევაში.

შენიშვნა:
დიეტის დროს აუცილებელია დღეში 2 ლიტრი სითხე (მწვანე ჩაი, წყალი, კარკადე, პიტნის ჩაი). აკრძალულია გაზიანი და ტკბილი სასმელი.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ხალისიან განწყობას!
თქვენი მარი მილორავა

BODY CARE – ფალიაშვილის 41

ტელ: 218-49-82
570-90-29-89

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქის გვერდს

Total Page Visits: 275 - Today Page Visits: 1

Facebook Comments