საზარელი ავარია ზუგდიდში – ბევრი დაშავებულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად, შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“შემოყვანილია სამი ადამიანი. ორის მდგომარეობა მძიმეა. იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მესამე დაშავებულის მდგომარეობა კი ნაკლებად მძიმეა. “უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. ჯერჯერობით კონკრეტულ დიაგნოზზე ვერ გესაუბრებით” – აცხადებენ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. ჯერჯერობით კონკრეტულ დიაგნოზზე ვერ გესაუბრებით”, – აღნიშა სულხან ორჟონიამ.

Total Page Visits: 1300 - Today Page Visits: 1

Facebook Comments