სასწრაფო დახმარება დაზიანებული თმისთვის

ოდესმე გიცდიათ თმის „მკურნალობა“ ასპირინით? მაშინ გაიხსენეთ მსახიობ ჯენიფერ ენისტონის სქელი და მბზინავი თმა…

ამ თმის ნიღბით ჯენიფერ ენისტონი უკვე მრავალი წელია, სარგებლობს. ის განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის თმისთვის. ასპირინზე დამზადებული ნიღბის შედეგად თქვენი თმა უფრო ფუმფულა და პრიალა გახდება.

თმის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ასპირინი – 5 აბი
წყალი – 120 მლ
თაფლი – 1 ჩ.კ
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ.კ

ეს პროდუქტები საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში 15 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ამ ნიღბის გამოყენება სასურველია კვირაში ერთხელ;
ნუ ელოდებით წამიერ შედეგს – შესამჩნევი ეფექტის მისაღებად 4-5 პროცედურა მაინც დაგჭირდებათ.

წყარო 
Total Page Visits: 243 - Today Page Visits: 1

Facebook Comments