ტაიფუნ „ჰაგიბისს“ იაპონიაში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბის“ 10 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაკარგულად ითვლება. 100-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე მძიმე სიტუაცია ნაგანოს პრეფექტურაშია, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ქვეყანაში 425,000 ოჯახი ელექტროენეტგიის გარეშეა დარჩენილი

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა.

Total Page Visits: 210 - Today Page Visits: 2

Facebook Comments