უსაფრთხოა თუ არა კბილების გათეთრება სოდით?

სახლის პირობებში კბილების ერთი ტონით გასათეთრებლად ბევრი ბუნებრივი და იაფი მეთოდი არსებობს, მთავარია, იცოდეთ, სწორად როგორ გამოიყენოთ.


მარწყვი
1 მარწყვი დაჭყლიტეთ, ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და კბილები 5-10 წუთის განმავლობაში კარგად გაიხეხეთ.
ამ პროცედურის შემდეგ კბილების პასტით გამოხეხვაც არ დაგავიწყდეთ, რადგან კბილის პასტა კბილებს მარწყვის წვენისგან და დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს.
აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.

ძმარი
1 ჭ. წყალში ჩაასხით 2 ს.კ. თეთრი ძმარი, 1 ჩ.კ. მარილი და კარგად მოურიეთ.
აღნიშნული სითხე პირის ღრუში კვირაში 2-3-ჯერ გამოივლეთ.
ამ პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე ღრძილებისას, რადგან მარილი მათ კიდევ უფრო გააღიზიანებს.

ალოე ვერა
იმისთვის, რომ თქვენს კბილებს ჰოლივუდური ბრწყინვალება მიანიჭოთ, კვირაში 2-ჯერ ისინი ალოე ვერას წვენით ან გელით გაიწმინდეთ.

ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი კარგად აშორებს ყვითელ ლაქებს კბილის ზედაპირზე. ამისთვის საკმარისია, გაყვითლებული ადგილები ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდოთ.
3-4 პროცედურის შემდეგ ყვითელი ლაქები უკვალოდ ქრება, თუმცა პროფილაქტიკისთვის აღნიშნული კურსის გამეორება ყოველთვიურად შეგიძლიათ.

 

დაფნა და ფორთოხალი
2-3 ც. დაფნის ფოთოლი და 1 ც. ფორთოხლის ცედრა (კანი) დააქუცმაცეთ და ცოტაოდენ თბილ წყალში აურიეთ – ისე, რომ სქელი ფაფისებური მასა მიიღოთ.
ამოავლეთ ამ მასაში კბილის ჯაგრისი და კბილები 5-10 წუთის განმავლობაში, კარგად გაიხეხეთ.
შეგიძლიათ, ეს პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ და კბილის პასტის ნაცვლად, ყოველთვის ეს მასა გამოიყენოთ.
ფორთოხლის კანში შემავალი ვიტამინი C კბილებს ათეთრებს, დაფნა კი პირის ღრუს ადეზინფიცირებს.

ქოქოსის ზეთი
თუ პირის ღრუში ყოველდღე, 15-20 წუთით ქოქოსის ზეთს ჩაიგუბებთ, კბილები 3-4 კვირის შემდეგ გაცილებით თეთრი გახდება. კარგი იქნება, თუ ჩვეულებრივი პასტით კბილებს ამ პროცედურიდან მხოლოდ 2-3 საათის შემდეგ გაიხეხავთ.

სოდა
ჩვეულებრივ კბილის პასტაში არეული ცოტაოდენი სოდით (პროპორცია შეარჩიეთ დამოუკიდებლად) კბილების გამოხეხვა მათი გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა არცთუ უსაფრთხო საშუალებაა – მისი რეგულარული გამოყენება დროთა განმავლობაში ემალს აზიანებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ხერხს იშვიათად – 2 კვირაში ერთხელ მიმართავთ.

ნახშირი
აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი დაფქვით, ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და 3-5 წუთის განმავლობაში კბილები კარგად გაიხეხეთ.
პროცედურის დასრულებისთანავე გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით.
ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ 7-10 დღეში ერთხელ. თუმცა, შედეგი შესამჩნევია პირველი გახეხვისთანავე.

Total Page Visits: 320 - Today Page Visits: 1

Facebook Comments