შემწვარი ბოსტნეული მოხარშულზე მეტად სასარგებლოა – ესპანელი მეცნიერების აღმოჩენა!

ცხიმში შემწვარი ბოსტნეული უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული და ებრძვის სიმსივნის წარმოქმნას – ასეთია ბოლო კვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნა.

ესპანელმა მეცნიერებმა, კერძოდ – გრანადის უნივერსიტეტიდან, თავისი კვლევის შედეგები ჟურნალ Food Chemistry-ში გამოაქვეყნეს. ექსპერიმენტის დროს 120 გრ. კარტოფილი, გოგრა, პომიდორი და ბადრიჯანი სხვადასხვა მეთოდით მოამზადეს – შეწვეს, მოთუშეს, მოხარშეს წყალში და ასევე, წყლისა და ზეთის ნარევში.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბოსტნეულის წვის დროს მათში იზრდება ფენოლის ნაერთების რაოდენობა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, როგორც ანტიოქსიდანტები, ანტიანთებითი, შედედების საწინააღმდეგო თვისებების მქონე ნაერთები.

ისინი ანელებენ უშუალოდ კიბოს უჯრედების ზრდას, ასევე ხელს უწყობენ ტვინის „ფორმაში“ ყოფნას. მათი შემცველი პროდუქტების მიღება ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადებისა და პარკინსონის განვითარებას.

ესპანელი პროფესორი კრისტინა სანჩესი აცხადებს, რომ ცხიმი, როგორც სითბოს გადამცემი, ხელს უწყობს ბოსტნეულში ფენოლის ნაერთების რაოდენობის ზრდას, ხარშვის დროს კი მსგავსი პროცესი არ შეინიშნა.

წყარო 
Total Page Visits: 339 - Today Page Visits: 1

Facebook Comments