ჩქარი და ნელი ნახშირწყლები – რომელი შეიძლება დიეტის დროს?

ვიცავთ დიეტას? ამ დროს ყველამ ვიცით, რომ ცილები კარგია, ცხიმები – ცუდი. მაგრამ რაც შეეხება ნახშირწყლებს, აქ გვიჭირს გარჩევა, რომელი შეიძლება და როდის.

მოდით გავერკვეთ!
ნახშირწყლების მთავარი ფუნქციაა გლუკოზის დონის აწევა. გლუკოზა უჯრედის სუნთქვის პროცესში მონაწილეობს და ენერგიას გვაძლევს. მისი უკმარისობისას დისკომფორტი გვაქვს, ენერგია ეცემა (სიცივის შეგრძნებმდეც კი) და დეპრესია გვემართება. სხვათა შორის, მარტო ტვინს დღეში ამ ნივთიერების 120 გრამი სჭირდება.

მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა: გლუკოზის მიღებაზე ორგანიზმი რეაგირებს ინსულინის სინთეზის მომატებით. ეს კი მნიშვნელოვანი ჰორმონია ცხიმოვანი დეპოს შესაქმნელად.

იბადება კითხვა: მაშ, როგორ მივიღოთ ასეთი საჭირო პროდუქტი და პარალელურად ლამაზი სხეული და ენერგია შევინარჩუნოთ?

გამოსავალი არსებობს!!!
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ნახშირწყლების ორი ჯგუფი – ნელი და ჩქარი ნახშირწყლები:

1) ნელი ნახშირწყლებიდან გლუკოზის შესაწოვად ორგანიზმში მიმდინარეობს ხანგრძლივი ბიოქიმიური პროცესები. ამიტომ გლუკოზა სისხლში ნელ-ნელა იმატებს და უმთავრესად მიდის კუნთებში, ტვინში და შინაგან ორგანოებში. ეს ნახშირწყლები მეტი ხნით აძლევს ორგანიზმს ენერგიას.

2) ჩქარი ნახშირწყლებიდან გლუკოზა უცებ იწოვება. ამიტომ ინსულინის დონეც უცებ იზრდება და თუ დიდხანს არ ვჭამეთ, გაუსაძლისი შიმშილის შეგრძნება გვიჩნდება. ეს ნახშირწყლები იმ წუთს გვაძლევს მეტ ენერგიას, მაგრამ ეფექტი მალევე გადის და მადაც გვიჩნდება.

მგონი, მიხვდით, რა უნდა ჭამოთ, არა?

ახლა კი მოგაწვდით ნელი და ჩქარი ნაშირწყლების სიას:

ჩქარი ნახშირწყლებია:
ცომეული, შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელი, მაიონეზი, სახამებელი, მზა მშრალი სუპეული, ზოგიერთი ხილი (ბანანი, ყურძენი, ხურმა, საზამთრო, ნესვი…)

ნელი ნახშირწყლებია:
წიწიბურა, ჰერკულესი, შავი ბრინჯი, პური გაღივებული ხორბლისგან, მაკარონი რუხი ფქვილისგან, ბოსტნეული (კომბოსტო, სტაფილო, მწვანე სალათი, კიტრი, პამიდორი, ბროკოლი…), ხილი (ალუბალი, კივი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, გარგარი, ვაშლი, ატამი, შავი მოცხარი, შავი ქლიავი..), შავი შოკოლადი, ტომატის წვენი და… წითელი ღვინოც კი!

დიეტის დროს ეს ნელი ნახშირწყლები სასურველია დღის პირველ ნახევარში მიიღოთ, რათა ენერგია გქონდეთ. საღამოს კი ცილა და ცოტა ბოსტნეული მიირთვით.
თუ ვარჯიშობთ და წვავთ კალორიებს, მაშინ გჭირდებათ ენერგიის შევსება ნახშირწყლებით. მაგრამ ჯობია, აქაც უპირატესობა თხილს, შოკოლადს და კაკაოს მიანიჭოთ.

იკვებეთ სწორად და იყავით ლამაზები!
თქვენი მარი მილორავა

BODY CARE – ფალიაშვილის 41
ტელ: 218-49-82 570-90-29-89

Total Page Visits: 264 - Today Page Visits: 1

Facebook Comments