ხაბიბმა პორიეს მაისური 100 ათას დოლარად გაყიდა და მთლიანი ფული დასტინის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა, დანაპირები დასტინ პორიესთან მოგებული სატიტულო ბრძოლის შემდეგ, რამდენიმე დღეში აასრულა.

ხაბიბმა პორიეს მაისური $100 ათას ამერიკულ დოლარად გაყიდა და მთლიანი ფული დასტინ პორიეს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. დაღესტნელის განცხადებით, მაისურის მფლობელს არ სურდა მისი ვინაობის გამხელა, აქედან გამომდინარე ჩემპიონმა არ თქვა თუ ვინ იყო მყიდველი.

ავტორი – ნიკოლოზ ბერაძე

Total Page Visits: 411 - Today Page Visits: 1

Facebook Comments