ხარაგაულში 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.

მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.

ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. აცხადებს ხარაგაულის მერია

Total Page Visits: 283 - Today Page Visits: 1

Facebook Comments