2 გარდაცვლილი და 11 დაშავებული – ავარია ქობულეთი ბათუმის გზაზე
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას დაშავებულთაგან კიდევ ერთი გარდაიცვალა. წინას მსგავსად ისიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 11 დაშავებული იმყოფება.
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 12 იყო დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მინივენის ტიპის სამი ავტომობილი შეეჯახა.
Total Page Visits: 1286 - Today Page Visits: 1
Facebook Comments