25 სექტემბერს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება

25 სექტემბერს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს დედამიწის სიახლოვეს მყოფი ობიექტების კვლევის ცენტრი ავრცელებს.

qartli.info-ს ცნობით, ციური სხეულის ზომა, რომელსაც 523934(1998 FF14) ეწოდა, საორიენტაციოდ, 190-დან 430 მეტრამდეა, რაც ხეოფსის ორი-სამი პირამიდის სიდიდისაა. მისი სიმაღლე 139 მეტრს შეადგენს.

ასტეროიდი დედამიწას 4.2 მილიონი კილომეტრამდე დისტანციით მოუახლოვდება.

Total Page Visits: 855 - Today Page Visits: 1

Facebook Comments