Tesla-ს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში

2008 წელი, ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ელექტროტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩნდა პირველი იმედი, Tesla Roadster, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა ბაზრის მოთხოვნები, მაღალი ფასის($100,000) და შესაძლებლობების გამო.

თუმცა დღეს გაჟღერებული თავბრუდამხვევი ინფორმაცია ახალი Roadster-ის შესახებ ნელ-ნელა აქრობს, წინამორბედს საძიებო სისტემებიდან.

შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ახალ Roadster-ს ავტოინდუსტრიაში ყველაზე დიდი ნახტომი, წინამორბედთან შედარებით, რომელიც ბევრმა არც კი იცის როგორია, პროტოტიპი უკვე ხსნის ყველანაირ რეკორდს, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 1.9 წამში, რის შემდეგაც მოდელი ამართლებს სახელს და ავითარებს ელვისებურ სიჩქარეს.

“Roadster სამუდამოდ გააჩუმებს საწვავის ფანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შიგაწვის ძრავი შეუცვლელია”

ილონ მასკმა პრეზენტაციაზე მოულოდნელად წარადგინა დაანონსებული Roadster, Tesla-ს სატვირთო ავტომობილთან ერთად, რასაც არავინ ელოდა.

ახალი Roadster შეძლებს ერთი დატენვით 1000 კილომეტრამდე გავლას, საშუალოდ შეძლებს 400კმ/სთ განვითარებას, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 პროტოტიპი არსებობს, სერიული წარმოება კი 2020 წელს დაიწყება, სუპერ ავტომობილი200 000 – 250 000 დოლარამდე ეღირება.

ილონ მასკი : ყოველთვის მეკითხებოდნენ როდის დავიწყებდით, ახალი სპორტული Roadster-ის წარმოებას, ვფიქრობ პასუხი უკვე მაქვს.

პრეზენტაციაზე ასევე წარადგინა სატვირთო, რევოლუციური მიღწევებით, 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 5 წამში შეუძლია, რაც დიზელის სატვირთოზე 10 წამით ნაკლებია. სატვირთოს სრული დატვირთვით და ერთი დატენვით შეუძლია 500 კილომეტრის გავლა. Tesla 20%-ით იაფია ბაზარზე არსებულ დიზელის სატვირთოებზე.

როგორც ჩანს ილონ მასკი კვლავ უჩენს უამრავ თავსატეხს კონკურენტებს და აწესებს უმაღლეს სტანდარტებს ავტოინდუსტრიაში, როგორც ვიცით, წინ Tesla-ს პიკაპი და ყველგანმავალი გველის.

Total Page Visits: 301 - Today Page Visits: 1

Facebook Comments